გაკვეთილის გეგმები
გაკვეთილის თემა
|
“გრიგოლ
ხანძთელის ცხოვრება“ ( საბა იშხნელთან შეხვედრის ეპიზოდი)
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
18
|
გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
|
ქართ.X. 1. მოსწავლეს
შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
· მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
· მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
|
სასწავლო რესურსები
|
ქართული
ენა და ლიტერატურა, მე-10 კლასი.
გამომცემლობა
”დიოგენე” ნ. მუზაშვილი.134-136;
|
შეფასების საგანი/პროცედურები
|
მოსწავლე
ნათლად აყალიბებს აზრს, მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციას და ასაბუთებს მას,
შესაბამისი არგუმენტებისა და მაგალითების დასახელებით.
შეფასების
ტიპი: განმსაზღვრელი შეფასება.
|
ორგანიზების ფორმები
|
ინდივიდუალური
მუშაობა;
მუშაობა
მთელ კლასთან;
|
გაკვეთილის მსვლელობა/დრო
|
აქტივობა
1 გონებრივი
იერიში 5წთ.
ა)
მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ ეპიზოდები, რომლებშიც გამოიკვეთა სასულიერო და
საერო ფენების წარმომადგენელთა ურთიერთდამოკიდებულება.
ბ)
მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ რას ამბობს გიორგი მერჩულე „ჭეშმარი მონაზონთა“
ცხოვრების წესსა და შეხედულებებზე.
აქტივობა
2 დისკუსია 10 წთ.
ა) მას
შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასახელებენ ეპიზოდებს ტექსტიდან, გამოთქვამენ თვიანთ
მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით; ადარებენ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“
ასახულ ურთიერთობას „შუშანიკის წამებაში“ წარმოდგენილ მდგომარეობას.
ბ)
მოსწავლეებს გამოვათქმევინებ ვარაუდს საკითხზე : როგორ უნდა მოიქცეს
ბერი თუ მას არ სურს დაემორჩილოს მეფის ნებას.
აქტივობა
3 პრაქტიკული მუშაობა
კომენტირებული კითხვა ; 15 წთ.
ა)
მოსწავლეები ეცნობიან მხ. ტექსტს (გვ.134-136); 10 წთ.
აქტივობა
4 დისკუსია
15 წთ.
მოსწავლეები
გააანალიზებენ ეპიზოდს. შეაფასებენ საბა იშხნელის ქმედებას. იმსჯელებენ,
მართებულად მიაჩნიათ თუ არა იგი. განიხილავენ საბა იშხნელის არგუმენტებს.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий